გაერთიანებული ოპოზიცია, პოზიციას, საუბნო კომისიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს


დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში თანამდებობობა დატოვა #51 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც უარი თქვა უბნის თავმჯდომარეობაზე.

 ასევე თანამდებობა დატოვა ზუგდიდის 24-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მე 13 საარჩევნო კომისიის წევრმა, 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ. “ამ ადამიანებმა დაწერეს განცხადება იმიტომ, რომ მათ არ შეასრულეს უკანონო დავალებები, რომელსაც მას აძლევდა “ქართული-ოცნების” შტაბი მეორე ტურის წინ. ამ ადამიანებს მადლობას ვუხდით გამბედაობისთვის. სხვა კომისიის წევრებსაც მოვუწოდებთ, რომ ნუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ნუ შეასრულებენ “ქართული ოცნების” შტაბიდან მიღებულ დავალებებს.”

ანა წითლიძის განმარტებით, მათ წასვლის მიზეზად დაასახელეს ოჯახური მდგომარეობა, თუმცა გაერთიანებული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელთან პირად საუბარში განმარტეს, რომ “ქართული ოცნებიდან” ჰქონდათ დავალება, რომლის შესრულებაზე უარი განაცხადეს. დავალების მიმცემად დაასახელეს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია.

ანა წითლიძემ ამბობს:” ამ ფაქტმაც ანახა, რეალურად ადამიანებს არ ეშინიათ ზეწოლების და ეს ადამიანები არ შეასრულებენ უკანონო დავალებებს”. 46489403_571785623271233_3688613790359748608_n

გაერთიანებული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანლის ბრალდებებს უპასუხეს სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში. შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი შტაბიდან უკანონო დავალებების გაცემა არ ხდება. “ზეწოლები და მსგავსი დაშინებები ხდებოდა სწორედ “ნაციონალური მოძრაობის”მმართველობის პერიოდში. “ნაციონალური მოძრაობა” არის სრულ აგონიაში, მათ კარგად იცია, რომ აგებენ  მეორე ტურს და მიმართავენ ყველანაირ პროვოკაციას”.

პაატა ლაგვილავას თქმით, ისინი პირდებიან ამომრჩევლებს, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარმოში.

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა დაადასტურა,  უბნებზე დანიშნული 8 წევრის მიერ კომისიის დატოვება. “ეს წევრები ოჯახური მდგომარეობის გამო წავიდნენ კომისიიდან, ნაწილი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზოგმა საზღვარი გადალახა, სამუშაოდ არის წასული. თვითონ, პირველი ტურის დასრულების შემდგომ აანონსებდნენ, რომ მეორე ტურში ვეღარ იქნებოდნენ კომისიაში. საკუთარი განცხადებების საფუძველზე ჩვენ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, შემდგე გამოვაცხადეთ კონკურსი. ოთხ დღეში იყო დოკუმენტაციის შემოტანის ვადები, შესაბამისად, არჩევაც მოხდება”.უთხრა “ზუგდიდელებს” მირანდა მესხმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!