15 ივლისს, ვლაქერნობას, ზუგდიდელები განსაკუთრებით აღნიშნავენ


15 ივლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, სასულიერო და საერო პირები დიდი პატივით გადააბრძანებენ ღვთისმშობლის კვართს დადიანების სახელობის მუზეუმის საცავიდან ქალაქის მშენებარე ტაძარში, სადაც ათ საათზე ზუგდიდის ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.  ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამდივნოს ინფორმაციით, 14 ივლისს,  15:00 საათზე – საღამოს ღმრთისმსახურება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 19:00 საათზე – ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ,,სიმონიკა დადიანის დაბრუნება“ ჩვენება.

15 ივლისს, 9:00- ზე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება ღამისთევის ღმრთისმსახურება – საღმრთო ლიტურგია. 9:00 საათზე – ზუგდიდისა და ცაიშის და გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე, სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოასვენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსან სამოსელს, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით.778

10:00 – ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თითოეულ მორწუნეს შესაძლებლობა ექნება მიეახლოს და თაყვანი სცეს სიწმინდეებს, რომელიც წმინდა საკურთხევლიდან გადმობრძანებულ იქნება ტაძრის ცენტრალურ, შუა ნაწილში.56

13:00 – ზუგდიდის არტ-გალერეაში, გაიმართება ზვიად ჭუმბურიძის წიგნის  ,,პატრიარქის მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე“ პრეზენტაცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!