#15-ე საბავშვო ბაღში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სპეცჯგუფი გაიხსნა


ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით და ჩეხეთის რესპუბლიკის “კარიტასის” მხარდაჭერით, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში, დღეს,#15-ე საბავშვო ბაღში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სპეცჯგუფი გაიხსნა.ჯგუფი გათვლილია რვა აღსაზრდელზე, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი ჰყავთ. სპეცჯგუფში მუშაობას გაუძღვებიან ბაღის მასწავლებლები და სპეცმასწავლებლები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები. სპეცჯგუფი ფუნქციონირებას შეუდგება 1 ნოემბრიდან. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელი და  პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o2RLi3U4Sno[/embedyt]

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ასოციაცია “მგზამკვლევის” ხელმძღვანელმა ირმა ნოდიამ, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის დედაცაა. მისი თქმით, ჯგუფის გახსნა მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ბავშვებოს საზოგადოებაში ადაპტირებისათვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AvBIgAis8rs[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!