ზვიად რატიანის მხარდამაჭერი აქცია ზუგდიდში


დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ სკვერში, პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პოეტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს პოეტის დაკავების დროს, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტი და მოითხოვეს პოლიციელების უფლებამოსილების შეწყვეტა. 

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები: „არა ძალადობას! სოლიდარობა ზვიად რატიანს“, „თუ გსურს ძალადობა აღმოფხვრა, ნუ იქნები მოძალადე“, „ბოდიში, ლურჯი ფერის ქურთუკი არ გვაქვს“, “გახარა რა ფერს მირჩევ?“. პოეტმა და აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ლაშხიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია და სოლიდარობას უცხადებენ ზურაბ რატიანს. „ამ აქციით გვინდა, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, მსგავსი ქმედებებით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯსაც არცხვენენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუწყდა უფლებამოსილება და დანარჩენ შვიდ პოლიციელსაც უნდა შეუწყდეს“. აქციაზე მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებენ ყველა დაჩაგრულს. „საზოგადოებამ ხელისუფლებას დიდი ხანია დაუკვეთა, „არა ძალადობას“  და ეს უნდა შესრულდეს”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!