ლამაზი შეხვედრა არტ ჰაუსში


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარი“ პროექტის,  “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”, დღეს, „არტ- ჰაუსში“, ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო გაიმართა სახელწოდებით „წერილები საკნიდან.

სტუმრებს, ყოფილმა პატიმარმა პაატა ლატარიამ, საკუთარი შემოქმედებიდან, რამდენიმე ლექსი და ნოველა წაუკითხა, „ფიქრი“, „დედა“ „მე და შენ“, „აქ“, „იანვრის თოვლი“, „ვაშლის სურნელი“. ღონისძიებაზე, სტუმრებს, სიტყვით მიმართა „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხათუნა ბეჭვაიამ, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციის მისიაზე. „მე ბედნიერი ვარ, პირველ რიგში, რომ წარმოვადგენ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ადამიანები რა პირობებშიც არ უნდა მოხვდნენ, ჩვენს საზოგადოებასთან უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია. მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ისევ დაუბრუნდნენ ცხოვრებას და გააგრძელონ ადამიანებთან ურთიერთობა.“ მისი თქმით, „თანაზიარი“ შეეცადა ყოფილი პატიმრისთვის გაელამაზებინა დღევანდელი დღე, მომხდარიყო მისი რეინტეგრაცია საზოგადოებაში და საზოგადოებისთვის დაენახებინათ ყოფილი პატიმარი, არა დამნაშავედ, არამედ როგორც მოაზროვნე და მეოცნებე ადამიანად. ყოფილმა პატიმარმა პაატა ლატარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 17 წელზე მეტი გაატარა საპყრობილეში, იქ ყოფნის დროს, ლექსებმა გადაარჩინეს და დღევანდელი დღე მისთვის სტიმულია საზოგადოებაში ადაპტირებისთვის. ყოფილმა პატიმარმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია  წერს, გარდა ლექსებისა და ნოველებისა მან რომანიც დაწერა. ამჟამად, 42 წლისაა და თავიდან აპირებს ცხოვრების დაწყებას. ამბობს, რომ სამომალოდ კრებულის გამოცემასაც აპირებს. პაატა ლატარიამ „თანაზიარს“ და მის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხდა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LCMgeXb4-Ig[/embedyt]

პროექტს “თანაზიარი” დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. დღევანდელ ღონისძიებაზე იმყოფებოდა დემოკრტიის ინსტიტუტის პროგრამის მენეჯერი ნინო ხაჩიძე. მისი განმარტებით, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს: ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების, პრობაციონერების, რეაბილიტაციისა და რესოლიზაციის მხარდაჭერას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!