“ევროპული საქართველო,” ამომრჩევლებს, აქტიურობისკენ მოუწოდებს


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას ინფორმაციით,  „ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო კომისიის წევრებზე გასცა ოპოზიციური პარტიების სასარგებლო ბიულეტენების გაფუჭების დავალება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ACf4RQ7zWOI[/embedyt]”მე მინდა ყველა კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიიდან, მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ საარჩევნო უბნებზე, თუ კი პირადობის მოწმობის სურათი იქნება შედარებული სარეგისტრაციო ჟურნალთან, ადვილად გამოვლინდება კარუსელი, ამიტომ თუ ამ შესაძლებლობას არ მივცემთ „ქართულ ოცნებას,“ იქნება სამართლიანი შედეგები“. ლაშა გოგიამ მოუწოდა ამომრჩევლებს და განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი ამომრჩევლის აქტიურობაა. მისი თქმით,  ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს ვერაფერს. „ყველა ის ხრიკი, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ თავის შტაბში გეგმავს,  პირველ რიგში, აყენებს ზიანს  საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს“.

“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს არ უპასუხეს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!