ხმაური საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხდომა გაიმართა, სადაც ნაციონალმა დეპუტატებმა განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის განხილვას ხმაური მოჰყვა, ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული არ არის. ფრაქციის ერთ–ერთმა წევრმა, პაატა ადამიამ კი, ბიუჯეტის ის ნაწილი დაიწუნა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სადაც მითითებულია სკოლებში ექსკურსიების დაფინანსება. დეპუტატმა ნინო ფიფიამ კი, შენიშვნები შეიტანა საბავშვო ბაღის საზეიმო ღონისძიებების ნაწილში და განაცხადა, რომ ის, რასაც აკეთებენ ბაღები ღონისზიებებზე იყო ბავშვთა უფლებების დარღვევა.

ფრაქციის სხდომას ესწრებოდა მერის მოადგილე მაიზერ ნანავა.

ფრაქციაზე განსახილველად  წამოწეულ ყველა საკითხს მოჰყვა ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!