ხმაურის ფონზე გამართული შეხვედრა მაჟორიტართან


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გამართა საჯარო შეხვედრა, სადაც მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა  მისი საქმიანობის შესახებ პარლამენტში. ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომელშიც მონაწილეობს მაჟორიტარი. კონკრეტულად, მერაბ ქვარაიამ ისაუბრა რეგიონის დეცენტრალიზაციის შესახებ, ადამიანის უფლებებზე, პატიმრებზე, ზოგადად თვითმართველობების რეფორმაზე, სოციალურ მეწარმეობაზე, დასაქმების საკითხებზე, სამედიცინო მომსაუხურებაზე, ნარკოპოლიტიკაზე, დევნილთა საკითხებზე, პოლონეთში  და შვედეთში განხორციელებულ ვიზიტებზე.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის სასურველ თემებზე კითხვები დაესვა დეპუტატისთვის და დეპუტატის ბიუროს სხვა თანამშრომლებისთვის.

დარბაზში მყოფმა, დევნილმა მოქალაქემ თეონა ქარდავამ მაჟორიტარს მიაწოდა აზრი, იმის შესახებ, რომ სასურველია ზუგდიდში ეგრე წოდებულ საიმიჯო შენობებში მცხოვრები დევნილების განსახლება მოხდეს მოკლე დროში, რაზეც მაჟორიტარმა უპასუხა, რომ ის სწავლობს ამ საკითხს და ამის შემდეგ შუამდგომლობას გაუწევს დევნილთა და განსახლების სამინისტროში მსგავსი შენობებიდან დევნილთა დროულად გაყვანას და ბინებით უზრუნველყოფას. მაჟორიტარმა იქვე აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას უკვე ჰქონდა საუბარი საზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენლებთან.

საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ანა წითლიძის განცხადება, იმის შესახებ, რომ შენობასთან იმყოფებოდნენ გარემოვაჭრეები, რომლებიც გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილო დარჩნენ და მაჟორიტარისგან ითხოვდნენ დახმარებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oygs14zMX-M[/embedyt]

მერაბ ქვარაიამ ანა წითლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის იცნობს გარემოვაჭრების პრობლემებს, არაერთხელ შეხვედრია მათ და ამჯერადაც მზად არის  ბოლომდე მიადევნოს თვალ-ყური, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მათი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-bb4r37hPTI[/embedyt]

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. ლაშა გოგიამ, გარემოვაჭრეებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ დაიშვება. გარემოვაჭრებმა კი, მერს გააცნეს მათი გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მათი სურვილი, ისინი პარლამენტის წინ გამართავენ აქციას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FDBAsoawRyA[/embedyt]

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მაჟორიტარმა, ჟურნალისტებთან საუბარში, ცალკე დააკონკრეტა მისი დამოკიდებულება გარემოვაჭრეების თემასთან დაკავშირებით.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]

მერაბ ქვარაიამ თავისი პოზიცია გამოხატა დეცენტრალიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთ-ერთ აქტუალურ თემად დაფიქსირდა შეხვედრაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bwEAsJ0nh7s[/embedyt]

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!