ხელი მოეწერა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციას


დღეს, ზუგდიდში, ხელი მოეწერა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების  დეკლარაციას, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმებს. დეკლარაციის 16 პრინციპი გულისხმობს მართვის უზენაესობას და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას, თანასწორობის აღიარებას და დაცვას,

 მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მოქალაქეების მონაწილეობას საზოგადოებაში, ცოდნის გაღრმავებას და გაძლიერებას, სისტემის ცვლილებებზე ორიენტირებას, სამოქალაქო გამბედაობას და პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ღიაობას და ინოვაციურობას, შიდა დემოკარტიის ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმოამდგენელმა ეკატერინე დანელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას. დანელიას განმარტებით, ორგანიზაციში 140 ხელმომწერი ირიცხება და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგნიზაციას  შეუძლია დეკლარაციას ელექტრონულადაც შემოუერთდეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hGBPUDSQbww[/embedyt]

ზუგდიდიდან დეკლარაციას ხელი მოაწერა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მათ შორის  იყო ასოციაცია „ქსენონი“. ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ განმარტა, რომ დეკლარაციის სახელმძღვანელო პრინციპები მათთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი  ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. პროექტის მენეჯრის  დავით აფრასიძის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება შეადგენს ხუთ მილიონ ევროს. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლის სარგებლობის უფლება შეეძლება სამოქალაქო საზოგადოების 5000 წარმოამდგენელს მთელი საქართველოს მასშტაბით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UekgQnVf-aE[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!