წითლიძე ბიზნესწილების შესახებ და მოვაჭრეები “ლონდასტერის” წინააღმდეგ


პლაკატებით მერიაში მისული მოვაჭრეები ითხოვენ გაუქმდეს ტენდერის შედეგი, სადაც შპს „ლონდასტერმა“ გაიმარჯვა. მათ გააპროტესტეს ახალი ხელმძღვანელობის პირობები და მოთხოვნები. მოვაჭრეების შესახვედრად საკრებულოს სხდომა დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.მისი თქმით, “ამ ხალხის ინტერესი ეწირება „გუბერნატორ შონიას და „კორმას“ პოლიციის უფროსის ბიზნესწილების გაყოფას. ისინი ვერ იყოფენ ბიზნეს წილებს ბაზარში. ერთი მხარს უჭერს ბაზრის ადმინისტრაციას და ცდილობს მათ ჩაუჯდეს წილებში. პოლიციის უფროსის ბიცოლამ მოიგო ტენდერი, შესაბამისად, ესენი ვერ იყოფენ ბაზრის ტერიტორიას და მიდის მათ შორის დაპირისპირება. სულ არ აინტერესებთ ეს ხალხი, რომლებიც ცდილობენ საარსებოდ ორი ლუკმა წაიღონ სახლში. ჩამოვიდეს გუბერნატორი და გასცეს ამ ხალხს პასუხი“. წითლიძე მოვაჭრეებს შეპირდა, რომ სხდომის დასრულებისთანავე მათთან და მათთან ერთად დადგება. მოვაჭრეებს შეხვდა ვიცე მერი გია გულორდავა და აქციის მონაწილეებთან ერთად ჩავიდა ბაზარში, დაპირისპირებულ მხარეებს დაელაპარაკა და შეთანხმებისკენ მოუწოდა. მოვაჭრეები ითხოვენ, აეკრძალოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ბაზარში შემოსვლა. ისინი არ აპირებენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და გაზრდილი თანხის გადახდას. „როგორ უნდა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას, როცა პირობებს არ გვაცნობენ, შემოდის „ლონდასტერის“ წარმომადგენელი ვინმე ნესტანი და შეურაცხყფას გვაყენებს, გლეხუჭები ხართო. ყოველთვიურ გადასახადს სამიათასრვაას ლარს იხდიან და ახლა ამბობენ, ხუთიათასი ლარის გადახდა იქნებაო საჭირო, ეს საიდან უნდა მოვიდეს, ყველაფერი ჩვენი ჯიბიდან იქნება გადასახდელი. ჩვენს ადგილებს ცოცხალი თავით არ დავთმობთ.“ შ.პ.ს.“ლონდასტერის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, ისინი მედიასაშუალებებს უნდობლობას უცხადებენ, „კომენტარს არ მოგცემთ, რადგან ჟურნალისტების მიმართ ნდობა დავკარგეთ. ჩვენ მოვაჭრეებს ყველანაირ პირობებს ვთავაზობთ, ერთი თვე გადასახადი არ გადაუხდიათ, რაც შეეხება გარანტიებს, მე თუ ხვალ ცოცხალი ვიქნები, ამის გარანტია არ მაქვს და მოვაჭრეებს რა გარანტია მივცე.“ შ.პ.ს. „სუპერმარკეტის“ მენეჯერი მანანა ბარძემიშვილი ამბობს, რომ დღეს ბაზარში შემოვიდნენ შ.პ.ს.“ლონდასტერის“ წარმომადგენლობა დაცვის პოლიციასთან ერთად, მოითხოვეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მაგრამ მოვაჭრეებმა ხელი არ მოაწერეს. ხალხს არა აქვს არანაირი გარანტიები, პროექტის გარეშე შემოდიან. მარტო აქვთ მიწა საკუთრებაში, საკუთრების ზემოთ არანაირი ქონება არ გააჩნიათ. მოვაჭრეები არ ეთანხმებიან გადასახადის მომატებას. შენობა-ნაგებობა ადგილზე რომ დარჩება, ამის გარატნიას ვერც მერია, ვერც ზედამხედველობა და ვერც არქიტექტურა ვერ მისცემს. „ლონდასტერის“ წარმომადგენლები გახლავთ: ლონდა ქობალია, ნესტან მეფორია, ავთო შავლაყაძე, მთვარისა ფუტკარაძე. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც შენობასთან და არც მიწასთან, თუ მოხდება დაკანონება და თუ გადამიხდიან არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ამის გადამხედელი მეორე მხარე არ არის.“

ბაზარში მოვაჭრეები რამდენიმე დღეა მართავებნაქციას. ისინი აპროტესტებენ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ლონდასტერის” მიერ მათთვის  შეთავაზებულ პირობებს.

მოვაჭრეებს ორი დღის წინ შეხვდა მხარის გუბერნატორი და მხარდაჭერა აღუქვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=W4fn8NMwpH4[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!