”წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის”


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა გამართა კამპანია სახელწოდებით „წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისთვის“. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია წიგნის ბანკის შეგროვება, რათა შემდგომ გაეგზავნოს ემიგრანტებს და შეიქმნას წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

აქციას შეუერთდნენ საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლმა ჯემალ ჭკადუამ ჟურნალისტებს უთხრა: „ შეხვედრის ორგანიზება დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაიწყო პროექტი ემიგრანტებთან დაკავშირებით. როცა დავიწყეთ პროექტი ემიგრანტებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ მოქალაქეებს, გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგროგვევებინა წიგნები“. მისი თქმით, ემიგრანტებიც ითხოვდნენ საქართველოდან მიეწოდებინათ მათთვის და მათი შვილებისათვის ქართული წიგნები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=y4dJ5UKZ-CE[/embedyt] ორგანიზატორების თქმით, ყველა მსურველს შეუძლია წიგნები ჩააბაროს საიას ნებისმიერ რეგიონალურ ფილიალში, გადაიღოს მასთან ფოტო და ატვირთოს ჰეშთაგით: „წიგნები საქართველოდან“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!