“წამოიწყე და სრულყავი საკუთარი ბიზნესი”


რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრში „თანაზიარი“ პროექტის „ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულებისა და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების“ ფარგლებში, ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ ჩაატარა ბიზნესტრენინგის კურსი 

„წამოიწყე და სრულყავი საკუთარი ბიზნესი“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ბენეფიციარები სამეგრელოს რეგიონიდან. დღევანდელ ტრენინგზე მონაწილეობას ღებულობდა 12 ქალბატონი, მაგრამ შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღემდე 65-მა ბენეფიციარმა ისარგებლა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ფსიქო-სოციალური, სამედიცინო, იურიდიული, პროფესიული სწავლების, დასაქმების, ხელშეწყობისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სერვისებით. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ფიქრობს, წამოიწყოს საკუთარი საქმე, გააჩნია საკუთარი ბიზნესის ორგანიზაციის პერსპექტიული იდეა და ისწრაფვის რეალურად განახორციელოს და განავითაროს იგი. საერთაშორისო ასოციაცია “ქალი და ბიზნესის” გამგეობის თავმჯდომარემ  ნინო ელიზბარაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ბენეფიციარები დაეუფლნენ ისეთ ხელობებს როგორებიცაა: კოსმეტოლოგის, სტილისტის, თექისა და ქვილთის შემსწავლელი კურსები. ელიზბარაშვილის თქმით, ბენეციარებმა გაიარეს კომპიუტერის, ჭრა-კერვის, მზარეულისა და ბარმენის კურსებიც. „ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ისინი ადგილზე დასაქმდნენ. ვუწევთ რეკომენდაციებს კერძო სექტორში და კერძო კომპანიებში დასასაქმებლად“. ნინო ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ასოციაციაში შექმნილია უსალხკარო, ყოფილ პატიმართა თავშესაფარი. „ვღებულობთ თავშესაფარში არამარტო ბენეფიციარს, კონკრეტულად წამების, ძალადობისა და დისკრიმანაციის მსხვერპლ ყოფილ პატიმარ ქალს, არამედ მათ არასრულწლოვან შვილებს. ასევე პროექტში გათვალისწინებულია მათი არასრულწლოვანი შვილებისათვის პროფესიული სწავლების ტრენინგების ჩატარება.“ ნინო ელიზბარაშვილმა, აღნიშნა, რომ მათ უვე გახსნეს სოციალური საწარმო  მცირე სამკერვალო, სადაც დასაქმდა ექვსი ყოფილი პატიმარი ქალი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uq5U0om5jwY[/embedyt]

„თანაზიარის“ პროექტის სოც მუშაკმა ცირა აბსანძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, მათ 25 ბენეფიციარმა მიმართა და გაეწიათ შესაბამისი სერვისებით მომსახურება. აბსანძე ამბობს, რომ პროექტის მიზანია პატიმარი, ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების გაძლიერება, რომლებიც არიან ძალადობის,  დისკრიმინაციისა და სტიგმის მსხვერპლნი და მათი დაუცველი შვილების თანადგომა, მხარდაჭერის სერვისებზე გაუმჯობესებული  ხელმისაწვდომობის საშუალებით.

პროექტის ერთ-ერთ მონაწილე დარეჯან ჭანტურია მეცხოველეობას და მეფრინველეობას ეწევა, მისი დიდი სურვილია ბიზნესის გაფართოვება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-TFut2LDPe0[/embedyt]

პროექტის ავტორების თქმით, 2018 წლის იანვრიდან გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ბიზნეს იდეები დასაფინანსებლად.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!