“ცოცხალი წიგნები” ზუგდიდში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის “ცოცხალი წიგნების”- ფარგლებში, მკითხველთან შეხვედრა გაიმართა.  

პოეტებმა ელა გოჩიაშვილმა, ზაზა ბიბილაშვილმა, შაკო ბაკურაძემ, ირმა მალაციძემ, ბესო სოლომონაშვილმა, ბელა ცეკურიშვილმა და ნინია სადღობელაშვილმა თავიანთი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს. სტუმრებს,  სამკითხველო დარბაზის ნორჩმა მკითხველებმა მხატვრულად წაუკითხეს ლექსები. პოეტ ნინო სადღობელაშვილის თქმით, პროექტმა გაამართლა, რადგან მასში  80-მდე ავტორმა მიიღო მონაწილეობა. “პროექტმა დაამტკიცა, რომ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. ყოველთვის განსაკუთთრებულად მიყვარს ამ ქალაქში ჩამოსვლა, შეხვედრა ზუგდიდელ მკითხველთან, პირადად ჩემთვისა გამოცდილება, შთაბეჭდილება და ეს ფიქრები, ყოველთვის გამყვება”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=N2GUEORdaPU[/embedyt]

პოეტმა ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტმა გაამართლა, როცა ავტორს ახვედრებს მკითხველს. “შეიძლება პოტენციური მკითხველი დაინტერესდეს ავტორით, ზოგადად ლიტერატურით, რაც მიიჩნევა, რომ არ არის ცუდი საქმე.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ggiyyzisQ5w[/embedyt]

პროექტი “ცოცხალი წიგნები” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მესამე წელია ხორციელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!