ცვლილებები მერიაში


როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკ გვერდი გვატყობინებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, კონკურსის შედეგად დანიშნულ თანამშრომებს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურსს ზვიად ღურწკაია, ხოლო განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს კობა ჯიქია უხელმძღვანელებს. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში (ეგრისი, ენგური, კოლხეთი, მაცხოვრისკარი, ოდიში, ბაში, ცვანე) კონკურსის წესით მერის წარმომადგენლები დაინიშნენ. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსად კობა მორგოშია, ხოლო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ კარლო ღადუა შეირჩნენ. კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე 25 დეკემბერს გამოცხადდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!