ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას წინასწარი მონაცემების შედეგები გააცნო


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1181 (32%) დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა. თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები შემდეგია: №5 –გრიგოლ ვაშაძე – 195 305 ხმა (43%) №48 სალომე ზურაბიშვილი – 262 826 ხმა (57%)

“პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს, ვინც მივიდა და აქტიურად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს გახლდათ ძალიან მაღალი აქტივობა, თითქმის ორ მილიონამდე ამომრჩეველი იყო მზად, რომ დღეს დაეფიქსირებინა საკუთარი ნება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს იმისთვის რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის შეეწყოთ ხელი, მათ მთელი დღის განმავლობაში ასევე მთლიანად პროცესს გაუწიეს მხარდაჭერა. მინდა მადლიერება გამოვხატო მედიაწარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ მთელი დღის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას, თითოეულ წევრს, მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს”,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!