ცაიშის შუალედურ არჩევნებში, პირველადი მონაცემებით, თენგიზ ალმასია ლიდერობს


 #67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი  თენგიზ ალმასია.

დღეს, ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძოდა. “ქართული ოცნებიდან» თენგიზ ალმასია, “ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალ საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!