ჩემი სამყარო


დღეს, მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში  გაიხსნა მხატვარ დიზაინერ,  ალა (ალმორო) მოროზოვას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სამყარო’’. ეს მხატვრის რიგით მეორე გამოფენაა ზუგდიდში.

 მის შემოქმედებაში  ძირითადად ჭარბობს პორტრეტები, სადაც   ქალის შინაგანი სამყაროა გადმოცემული. მხატვარ – დიზაინერი მუშაობს  ტილოზე და  ზეთზე.  გამოფენაზე იმყოფებოდნენ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურების წარმოამდგენლები და მხატვრის მეგობრები. გამოფენა ხუთ დღეს გასტანს.

“მთელი ცხოვრება ვხატავ, ეს არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. ორი პერსონალური გამოფენა რუსეთში მქონდა და ახლო ჟამებში ვაპირებ ისევ, მოვაწყო გამოფენა. დღეს, ზუგდიდელებს შეუძლიათ ჩემი ნამუშევრების დათვალიერება, ასევე, მათი შეძენა.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=S9CVXk-jO2c[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!