შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში


შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიასა  და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს  შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპელიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს  საკუთარი შესაძლებლობები და გამოცდილებები გაუზიარეს,  აგრეთვე  სამომავლო გეგმები დასახეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან, შეხვედრას კონსორციუმის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი თამარ ზაქარიაძე და რეგიონული დირექტორი გიორგი თოფურია ესწრებოდნენ. თამარ ზაქარიაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობა დაეხმარება მათ იმ კონკრეტული პროფესიების შექმნაში, შემუშავებასა და დანერგვაში რომელიც პორტის ოპერირებისთვის იქნება საჭირო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!