შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან


ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საარჩევნო მედიაპროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან. 

 შეხვედრის ფასილიტატორი იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა. შეხვედრა დებატების ფორმატით უნდა წარმართულიყო, მაგრამ მმართველი პარტიის კანდიდატმა უარი განაცახდა დებატებში მონაწილეობის მიღებაზე. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატებმა.  პირველად, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტიისთვის პრიორიტეტულია ინფრასტრუქტრული პრობლემების მოგვარება, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის სფერო. მოგვიანებით, შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს. კითხვები ძირითადად ეხებოდა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს, გარევაჭრობას, მიუსაფარიძაღლების თავშესაფარს, ახალგაზრდების დასქმებას. თავის მხრივ, ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქში დაგროვილი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტულია დასაქმება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მან ისაუბრა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ბიზნესგარემოს შექმნაზე, მუნიციპალურ ტრანსპორტზე და მოსახლეობის გადინებაზე მუნიციპლიტეტიდან. მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუსვეს შეკითხვა დევნილებზე. შეკითხვის ადრესატი ცირა კაკუბავა დაინტერესდა, მერობის შემთხვევაში, რას გააკეთებდა დევნილებისთვის. დომენტი (ზვიად) სიჭინავამ აღნიშნა, რომ ეს ის ფენაა, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება.

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ პენსიონერებს, მისი მერობის შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დანამატის სახით, პენსია 25 ლარით გაეზრდებათ, ხოლო სოციალურად დაუცველებს 70 ლარამდე. ლელა ქებურიამ ისაუბრა დასაქმებაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

აქტუალურ თემაბზე შეკითხვებს შორის იყო შეკითხვა ლგბტ პირების უფლებებეზე, რომელმაც დარბაზში ხმაურიც გამოიწვია.

შეხვედრის დასასრულს, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ფორმატი აღმოჩნდა სასარგებლო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7c8xMyV-gHw[/embedyt]

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!