შენი, ჩემი, მისი ხმა გადამწყვეტი შეიძლება გახდეს!


პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდები რაციონალური და გაზრებული მომავლისთვის“  დაფინანსდა ცესკოსა  და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ  

და განხორციელდა რეაბილიტაციისა დაგანვითარების საქველმოქმედო ცენტრი  “თანაზიარის”  მიერ სამეგრელო ზემო  – სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ერთ დაბაში. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდა ამომრჩევლის აქტიურობის ზრდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინფორმირებისა და საარჩევნო განათლების ამაღლების ხელშეწყობის გზით. ხოლო ამოცანად დასახული იყო ახალგაზრდა ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩევნო უფლებებსა და მოვალეობებზე, ახალგაზრდა ამომრჩეველთა ინფორმირება საარჩვენო პროცესებზე და პროცედურებზე, ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და გავრცელდა ბუკლეტები საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე, სადაც მოცემული იყო  ინფორმაცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების,  პრეზიდენტის ინსტიტუტის, საარჩევნო პროცედურების და პროცესების შესახებ, ასევე ახალგაზრდა ამომრჩეველთა უფლებებზე და მოვალეობებზე, მათი ჩართულობის აუცილებლობაზე დემოკრატიული ღირებულებებისრაცონალურად დანერგვის პროცესში.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ სამიზნე მუნიციპალიტეტების: ზუგდიდის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და დაბა ჯვარის ამომრჩევლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მათ შორის იძულელებით გადაადგილებული პირები.  პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგი საარჩევნო პროცედურებისა და პროცესების სწორად წარმართვაზე და ახალგაზრდა ამომრჩეველთა უფლებებზე და მოვალეობებზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე და დებატების გამართვის ხერხებსა და ტექნიკებზე. ტრენინგი გაიარა ოცდაცამეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგან შეირჩა ხუთი აქტიური ბენეფიციარი. ხუთი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში გამართულ დებატებში “ახალგაზრდულიდებატ-კლუბი 2018-ში”.

ჩატარდა თორმეტი საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთის ხუთი მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია)  და ერთ დაბაში (დაბა ჯვარი), სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია პრეზიდენტის ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცედურებისა და პროცესების სწორად წარმართვაზე და ახალგაზრდა ამომრჩეველთა უფლებებზე და მოვალეობებზე. შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატით გაიმართა და მონაწილეებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სააგიტაციო ვიდეორგოლი სახელწოდებით „მე მივდივარ არჩევნებზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგისა და საინფორმაციო შეხვედრების მონაწილე აქტიურმა ახალგაზრდებმა.

პროექტის ფარგლებში  გამოცემული ბუკლეტები დარიგდა მესტიაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ჯვარში და მარტვილში, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩევლებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნებში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე. რადგან არჩევნები არის  პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა, სწორედ ამომრჩევლების აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს გააზრებული და რაციონალური ცვილებები დემოკრატიულ ქვეყნებში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!