შამგონის სკოლას ალექსანდრე ჩიქავას სახელი მიენიჭება


დღეს, ზუგდიდის საკრებულომ, შამგონის სკოლის სამეურვეო საბჭოს თხოვნას, სკოლისთვის ალექსანდრე ჩიქავას სახელის მინიჭების თაობაზე, ოფიციალურად განუცხადა თანხმობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს შორის ორი ზუგდიდელია, სპირიდონ კედია და ალექსანდრე ჩიქავა, რომლის ღვაწლის შესახებ, სამწუხაროდ, საკმაოდ მწირი მასალებია.

 

„ალექსანდრე ჩიქავა იმ გაქანების პოლიტიკოსი იყო, რომ ის სამაგალითოა არა მხოლოდ თავისი სოფლის და ზუგდიდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქალაქში უნდა არსებობდეს, მისი სახელობის ქუჩაც, ჩემი ინიციატივაა, რომ არ შემოვიფარგლოთ მისი სახელის მხოლოდ სკოლისთვის მინიჭებით, გთხოვთ, რომ ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, ჩავატაროთ სამუშაოები იმ კონკრეტულ ქუჩებზე, რომელთა სახელების შეცვლა არ იქნებოდა ცუდი და ალექსანდრე ჩიქავა იყოს იმ უკვდავ ქართველებს შორის, რომლებიც ჰყავს ჩვენს ქვეყანას“, – თქვა საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!