ქალაქის საბავშვო ბაღები სასწავლო წლის დაწყების წინ


“ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საბავშვო ბაღებში, რათა შესაძლებლობის ფარგლებში, მომზადებული შევხვედროდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სააღმზრდელო პროცესს ვიწყებთ 20 სექტემბერს. წელს დარეგისტრირებულია 600 აღსაზრდელი,”-ამბობს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს, პრიორიტეტული იყო საბავშვო ბაღების კვების ბლოკები და ეზოს შემოღობვის სამუშაოები. „ქალაქის #7, #8, #11 და # 15 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია.  შემოღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის #1, #3, #7 და #15 საბავშვო ბაღებში. სარეაბილიტაციო სამუშაოებმა მთლინად, ჯამში, თანხობრივად შეადგინა 103000 ლარი. გარდა ამისა, ვამონტაჯებთ წყლის ახალ ავზებს ქალაქის #6, #7 და #11 საბავშვო ბაღებში. განაწილებულია საკანცელარიო -სამეურნეო, სანიტარულ -ჰიგიენური დანიშნულების საქონელი. მიღებული გვაქვს ზომები საბავშვო ბაღების ეზოს მოწესრიგების, ხეების გადაბელვის, წყლის დაქლორვის და ანალიზის ჩატარების სამუშაოებზე. გაცემული გვაქვს საჭიროების მიხედვით, საღებავები იატაკის და ჭიშკრის მოსაწესრიგებლად. გაკეთებული გვაქვს განაცხადი საბავშვო, მასწავლებლის და სამზარეულოს ავეჯის შესყიდვაზე“. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს მეოთხე ბაღის სრული რეაბილიტაცია. მისი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2018 წლის ოქტომბრის თვეში. ელისო ყალიჩავა ამბობს, რომ ბერიას ქუჩაზე შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი.  მისი თქმით, მეოთხე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოუწიათ ალტერნატიული ფართის მოძიება.“ ვიქირავეთ კერძო სახლი კლდიაშვილის ოთხ ნომერში, ეს ფართი ყველანაირ პირობებს აკმაყოფილებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მივულოცო ყველა აღსაზრდელს ახალი სასწავლო წლის დაწყება.  მინდა წარმატებები ვუსურვო. ბედნიერები, ლაღები, მხიარულები და ჰიპერქტიურები ყოფილიყვნენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევუქმნათ მათ ჯანსაღი გარემო, იმისათვის, რომ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!