ფინეთის ელჩი ზუგდიდში


დღეს, ზუგდიდელ საზოგადოებას, ფინეთის ელჩი არია მაკონენი ესაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ფინეთის დილოპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩვენ ყველანი ერთად მოწმეები ვართ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის. ახდა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპულ ოჯახის ღირსეული წევრობისთვის. ჩვენ სულ რაღაც 4 დღეში, უვიზოდ ვიმოგზაურებთ ევროკავშირის ქვეყნებში, ეს არის ზეიმი მთელი ერის – გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. საქართველო იწყებს ახალ ცხოვრებას და ეს დამსახურებაა ჩვენი ხელისუფლების. ჩვენი ევროპელი მეგობრები გვენდნენ და მოგვცეს შანსი, ჩვენ ამ ნდობას თქვენთან ერთად გავამართლებთ. ეს არის უმნიშვნელოანესი შანსი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის’’ – აღნიშნა შეხვედაზე გუბერნატორს მოადგილემ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!