ფასების ზრდის ტენდენცია უკვე შეინიშნება


ახალი წლის პირველი დღეებიდანვე, ცალსახად, გამოიკვეთა ფასების ზრდის ტენდენცია.ზუგდიდის სუპერმაკეტში, მოვაჭრეები, პროდუქტებზე ფასების ზრდას დოლარის კურსის ზრდას უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასების მატებასთან ერთად, შემცირდა მყიდველთა რაოდენობა.

„მყიდველებს, ძირითადად, პრეტენზიები ჩვენთან აქვთ, ამბობენ, რატომ უმატებთ ფასებსო? ხალხი ისედაც დაბეჩავებული და მოტყუებულია. ფასებს მოვუმატებთ თუ დავუკლებთ, ამას ჩვენ არავინ გვეკითხება, ყველაფერს ზოგადად, ბაზრი წყვეტს ’’. – გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა, რომელმაც არ ისურვა ჩვენთან ვინაობის გამხელა.

დღეს დილით, პროდუქტების ბაზარში ასეთი სურათი იყო: სულუგუნის ყველის შეძენა 15-დან 17 ლარამდე ღირდა, ამავე ღირებულების გახლავთ შებოლილი ყველი, ჭყინტი ყველი 8. 50. საქონლის ხორცის ფასი 10 ლარიდან იწყება. ოჯახის ქათამი 11, 12, 13 ლარია, გაყინული 5.50. ერთი ლარით მოიმატა სიმინდის ფასმა, ადრე თუ ღირდა 13 ლარი, ახლა 14 ლარია. წითელი სიმინდი კი 12 ლარი. 25კგ ფქვილის შეძენა 25 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო 50 კგ შეძენა 50 ლარადაა შესაძლებელი, 1კგ შაქარის ღირებულება 1. 90 ლარია.

გამყიდველები ამბობენ, რომ ფასებმა მოიმატა ბურღულეულზეც.  ბრინჯი და მანანს ბურღული 2 ლარი გახდა, ხოლო წიწიბურა 3.50.

განსხვავებული ფასებია ბოსტნეულზე: სტაფილო 1.50, კარტოფილი 0,80- 1ლ. ლობიო 4-5ლ, კომბოსტო 0.50, 0.60 თეთრი. ხახვი-1ლ.

ნიგოზის შეძენა 18-25 ლარად შეგიძლიათ. სვანური ნიგოზის ფასი კი 30 ლარია.

ფასების ზრდა შეიმჩნევა ტაქსების მომსახურებაზეც. 50 თეთრიანი ტაქსის მომსახურეობა 70 თეთრი გახდა.  უცვლელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურეობის ფასი.  ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსის დავით ხუბუას განმარტებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. „ხელისუფლებას კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასები არ მოუმატოს, ამ საკითხზე საუბარიც არ ყოფილა’’.-განაცხადა ხუბუამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!