სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს სახლები გადაეცათ


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენელებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ  ბენეფიციარებს საჩუქრად სამოთახიანი საცხოვრებელი სახლები გადასცეს.

„შვიდი წელიწადი გაუსაძლის და მძიმე პირობებში ვცხოვრობდი, გვერდითა სახლს ხომ ხედავთ იქ გვიწევდა ცხოვრება. სახლს აწვიმდა და რთული მდგომარეობა იყო. ეს სახლი ჩემთვის სასახლეა. გამგეობამ ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინა და გადმომცეს ეს სახლ -კარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს  საკუთარი ჭერი მაქვს’’- აღნიშნა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ინგა ქირიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის  ლაშა გოგიას თქმით, მუნიციპალიტეტის  გამგეობის მიერ 41 სახლი არის აშენებული,  პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მინიმუმ 25 სახლი აშენდება. ” ეს არის ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომელიც  მეორე წელია გრძელდება”. – აღნიშნა გამგებელმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SWhMqWWeVr4[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!