საშემოდგომო სკოლა სტუდენტებისთვის


დღეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ზუგდიდის ტექნოპარკში,  საშემოდგომო სკოლა გახსნა სტუდენტებისთვის. „საშემოდგომო სკოლამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტებს ევროკავშირზე, ნატოზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, DCFTA- რაც გაფორმდა ევროპასთან. 

ჩვენს მონაწილეობაზე ევროაკავშირის დაახლოების პროცესებში, კომუნიკაციის სტრატეგიაზე, რაც ხორციელდება დეზინფორმაცია ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე,“- უთხრა დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ პაპუნა შენგელიამ.„მმართველობა განვითარებისთვის“ წარმოmადგენლის მაია ერისთავის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ერთი დღე დაეთმობა ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებას ვაჭრობაში ევროკავშირთან მიმართებაში. მისი თქმით, პროექტი განხორციელდება სამი დღის მანძილზე და სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!