საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ტოლერანტობის კვირეული გაიხსნა


საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ტოლერანტობის კვირეული გაიხსნა. წარმომადგენლობას დღეს, ზუგდიდის სკოლა, “ეტალონი”-ს ( დირექტორი თამარ ქარჩავა) მეექვსეკლასელები და აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მაია ღუბელაძის განმარტებით, “ძალიან საინტერესო და ემოციურად თბილი აღმოჩნდა შეხვედრა. ვეტერინარმა, ზუგდიდის აგრო სახლის წარნომადგენელმა, ქეთევან მანიამ ოთხფეხა მეგობრების მოვლის, დაავადებების პროფილაქტიკისა და ჯიშების შესახებ, შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა. შევთანხმდით, რომ არ არსებობენ ცუდი კატები და ძაღლები მათ კარგი, მზრუნველი პატრონები ჭირდება.”46151949_2759932780699361_2514825238684893184_n

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!