საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ტოლერანტობის კვირეულს მართავს


საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება ცხოველების მიმართ ტოლერანტობის დღე, სადაც სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს შეხვდება ოფისში აგრო სახლის ვეტერინარი ქეთევან მანია. ვეტერინარი საკითხით დაინტერესებულ პირებს ცხოველთა მოვლისა და დაავადების პრევენციაზე მიაწვდის ინფორმაციას. 

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში დაგეგმილი ღონისძიებები: 12 ნოემბერს, სამ საათზე გაიმართება ცხოველების მიმართ ტოლერანტობა- მეგობარო, მომეცი თათი! შინაური ცხოველების მოვლა, ავადმყოფობების პრევენცია, აცრები, ქცევის მართვა, უსაფრთხოების ზომები, კვება- ეს ის საკითხებია, რომელზეც შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის აგროსახლის ვეტერინარი, ქეთევან მანია. შეხვედრის მსვლელობისას დაგეგმილია აღნიშნული მიმართულებით არსებულ საკითხებზე, პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე დისკუსია.

14 ნოემბერს, გარემოს მიმართ ტოლერანტობა- გავცვალოთ მწვანე ფერები!
შეხვედრაზე გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია SENN-ის წარმომადგენელი, მაია კოდუა და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი ისაუბრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების სწორ მართვასა და მენეჯმენტზე, გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრის მონაწილეები მოიტანენ ქოთნებით ყვავილებს და ერთმანეთს გაუცვლიან. გააცნობენ იმ ყვავილების ჯიშებს, გაუზიარებენ მოვლის სპეციფიკას. მსურველები ისაუბრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

15 ნოემბერს, მოხუცთა მიმართ ტოლერანტობის დღე- ნაოჭები ცხოვრების ანაბეჭდია! ჩვენ წარმომადგენლობაში შეიკრიბებიან ცნობილი, უკვე ასაკოვანი ადამიანები, მათ შორის პედაგოგები. ისინი მოყვებიან საკუთარ ისტორიებს, შედგება საუბრები. შეკრებილი უფროს კლასელები და ახალგაზრდები კითხვებს დაუსვამენ მათ. შეხვედრის ბოლოს საზეიმოდ გაიჭრება ტორტი.

16 ნოემბერს,  ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართება შეხვედრა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მიმართ ტოლერანტობა- აუტიზმი და ჩვენ! შეხვედრა -საუბარი- (ექსპერტი, ტრენერი) უფროსკლასელებთან ( ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში- აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 24 წლის გოგონას დედა, ფსიქოლოგი, რომელიც ახალგაზრდებთან ისაუბრებს ამ დიაგნოზის ადამიანებზე, თავისებურებებზე, მათ მიმართ სწორმ ოდგომებზე. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეები თაბახზე გააკეთებენ ემოციურ გზავნილებს საზოგადოებისთვის.  საღამოს წარმომადგენლობის ოფისთან შეიკრიბებიან ახალგაზრდები და გაუშვებენ ფრანებს ტოლერანტობის გზავნილებით.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!