საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლამ, ჯანდაცვის მიმართულების ტრენინგ-სემინარი გამართა


საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლამ, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ამერიკული კუთხის მხარდაჭერით, ჯანდაცვის მიმართულების ტრენინგ-სემინარი გამართა. ღონისძიებას უფროსკლასელები, აბიტურიენტები, აბიტურიენტების მშობლები, დოქტორანტურით დაინტერესებული პირები,

 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ფარმაცევტის პროფესიის შესახებ; ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის, ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამისა და საექთნო საქმის პროგრამის შესახებ. ჩატარდა ტრენინგი: პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპებში (გულის წასვლის, კრუნჩხვების, დამწვრობის, მოწამვლების, ნაკბენის, ჭრილობის, სისხლდენების, ჰიპოთერმიის, მოხრჩობის დროს, ხელის დაბანისა და ინფექციების (გრიპი) პრევენციის საკითხები) საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში დასაქმების პერსპექტივებსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა მნიშვნელოვან თემებს. შეხვედრის ბოლოს ჩატარდა სიტუაციის გათამაშება.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!