საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის ერთი წლის იუბილე და ერთი სამომავლო ზუგდიდური ჩანაფიქრი


მიწათმოქმედთა ქვეყნად ვიწოდებით უძველესი დროიდან, მაგრამ სოფლის მეურნეობა თანამედროვე საქართველოში სულაც არ ყვავის… ,, მიწათმოქმედება’’ საერთო ჯამში პრესტიჟული არაა, უმრავლესობა  მას როგორც ბიზნესსაც არ  აღიქვამს…  

 ,,საკოლმეურნო-გლეხური“ მეურნეობის რაღაც ახალში, ფერმერულში ტრანსფორმაციას ბევრი სირთულე ახლავს. პირველ რიგში  ამას   ახლებური გააზრება სჭირდება  და ეს განსაკუთრებულად ზრდის შესაბამისი ცოდნის და სწორი ინფორმირების მნიშვნელობას. ამ მხრივ 2017 წელს საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) შექმნა ნამდვილად მისასალმებელი იყო. ასოციაციის  მხარდამჭერია პროექტი MOLI  კახეთში,რომელიც NEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ერთი წლის თავზე, 29 მაისს, ასოციაციამ თბილისში გამართა პრეზენტაცია, სადაც მიღწეულთან და გეგმებთან ერთად წარადგინა მის მიერ მომზადებული ,,აგროჟურნალისტის დღიური“. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ  ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ექსპერტებისა  და მედიის წარმომადგენლები. ასოციაცია თავის  მიზნაად ისახავს აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერას მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება.მარინა2

ერთი საგულისხმო დეტალი: გამოსვლების დროს, ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდის ადგილობრივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხშირად, ასე ვთქვათ, ანონიმურად ეწევიან სოფლის მეურნეობის დარგში თავის აქტივობებს, რადგან,  “უცხოურ დახმარებას”  ზოგიერთი ადგილობრივები შესაძლოა უნდობლად მოეკიდონო… თავისთავად ეს საინტერესო და  ცალკე თემაა… მაგრამ ახლა… რა ამის პასუხია და… “მშობლიური მუნიციპალიტეტის” თანადგომით,  სიამოვნებით  აღვადგენდით გაზეთ “ზუგდიდში” – თუ ჟურნალ “ზუგდიდელებში”- ჩანართს “ჩემი სოფელი”, სადაც ბევრ საინტერესო, სასარგებლო და საფიქრალ ინფორმაციას  მოვუყრიდით თავს… სოფლის ავ-კარგი, ცხადია, ისედაც ჩვენი მუდმივი თემაა…  აგროჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მაია მამულაშვილმა, პრეზენტაციაზე იხუმრა კიდევაც, რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა არ ვიცოდით, თორემ აგროჟურნალისტები ვიყავითო მუდამ… დეტალურ ინფორმაციას ასოციაციის მიზნებზე,  წევრობის პირობებზე და შესაძლებლობებზე შეგიძლიათ გაეცნოთ : www. agaj.ge


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!