სასკოლო ავტობუსები-სოფლების პრობლემა!


ზუგდიდის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე არსებული პრობლემები დღეს თემის საკრებულოს სხდომაზე  სოფელ ყულიშკარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პროკოპენკომ დააყენა.  მას საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გელა თოლორაია შეეპასუხა. მისი თქმით, ამ პრობლემაზე რეაგირებას დეპუტატებისგან ის არაერთხელ ითხოვდა წინა სხდომებზე, მაგრამ არავინ მოუსმინა.

სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტნე მურღულიას განცხადებით,მსგავსი პრობლემა მისი სოფლის სკოლასაც აწუხებს და ტრანსპორტისთვის საჭირო თანხების გამოყოფის თხოვნით უკვე მიმართა გამგეობას: „დღეს ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდა გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია, შესყიდვების სამსახურის უფროსი, განათლების სამსახურის უფროსი და საფინანსო სამსახურის უფროსი. ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა. იყო თხოვნა გამონახულიყო შესაბამისი თანხა, აქ საუბარია 15 ათას ლარზე, რომელიც უნდა გვქონდეს წლის ბოლომდე ტრანსპორტის დამატებითი დაფინანსებისთვის. ქალბატონი ნანი მიქენაია (საფინანსო სამსახური) მუშაობს ამ საკითხზე, რომ გამოინახოს რაღაც რესურსი“. დეპუტატმა მაიზერ ნანავამ კი საყვედური გამოთქვა სკოლის დირექტორების მისამართით. საკრებულოს წევრის თქმით, თავის დროზე განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორებს დაავალა ინფორმაციის მიწოდება ბავშვების მისამართებისა და ასაკობრივი ჯგუფების შესახებ, რაც მათ სრულყოფილად ვერ გააკეთეს. მაიზერ ნანავას განცხადებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის სრულად ვერ მოახერხა მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა.  საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ მაჟორიტარ დეპუტატებს სთხოვა მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად  თუ რომელ უბნებში ვერ მოხერხდა მოზარდთა ტრანსპორტირება. მან ასევე განაცხადა, რომ უნდა შეგროვდეს ცნობები თუ რა სახის პრობლემები გააჩნია სახელმწიფო სასწავლებლებს, რათა მათ მოსაგვარებლად საჭირო თანხები 2015 წლის ბიუჯეტში აისახოს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!