სასახლემ, ნორჩ მხატვარს პერსონალური გამოფენა მოუწყო


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, ქალაქის მეათე საჯარო სკოლის და სამხატვრო სკოლის მოსწავლეს,  სასახლის აღსაზრდელს, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრს გიორგი ქადარიას,  საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოუწყო. გიორგი ქადარია არის სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული სახვითი ხელოვნების, პოეზიისა და თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრაფიკული ნამუშევრების პირველი პრიზის მფლობელი. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მის მიერ შესრულებული პორტრეტები და პეიზაჟები, მთლიანობაში, ახალგაზრდა შემოქმედის 20-მდე ნამუშევარი.

პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდნენ და  ნორჩ მხატვარს წარმატებები მიულოცეს სამხატვრო სკოლის  მასწავლებლებმა, სამხატვრო სკოლის დირექტორმა ჯანსუღ ჭურღულიამ და სამხატვრო გალერეის წარმომადგენლებმა.

გამოფენაზე მოწვეული იყო და მეათე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კუპრეიშვილი, რომელმაც ასევე  წარმატება მიულოცა ახალგაზრდა შემოქმედს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!