სასამართლომ, გარემოვაჭრე ფარულავა დამნაშავედ სცნო


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, გარემოვაჭრე მარინა ფარულავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მას 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ასევე, ფარულავამ, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაფრთხილება მიიღო. მარინე ფარულავას საქონელიც ჩამოერთვა.პროცესის დამთავრების შემდეგ,მარინა ფარულავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის არ “გაჩერდება”. “არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ აქციებს, მერიას არაფერს არ დავუთმობთ. ან მერიის თანამშრომლები იქნებიან, ან ჩვენ”.

მარინა ფარულავა 30 აგვისტოს დააკავეს. მას სამართალდამცავებმა გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!