“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად”


დღეს, ზუგდიდში ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფიფლ ინ ნიდ” და პარტნიორმა ორგანიზაციამ “სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”(RCDA) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ხელშეწყობით ორგანიზება გაუკეთდა რეგიონალურ შეხვედრას, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად”. პროექტის მენეჯრის ნანა ყურაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში, შექმნილმა საინფორმაციო რესურს ტესტებმა გაავრცელონ ინფორმაცია, ადგილობრივ მოსახლეობაში, თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მოსახლეობას, რა შესაძლებლობას მისცემს ფერმერებს, საექსპერტოდ პროდუქციის გასატანად და საბოლოოდ, როგორ აისახება ქვეყნის განვითარებაზე და თითოეული ადამიანის ყოფაზე. “საქართველოს შვიდ რეგიონში 23 ორგანიზაციის მიერ, ჩამოყალიბდა საინფორმაციო რესურსმაგიდები, რომლებიც ინტენსიურად კონსულტაციებს და საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ფერმერებთან და აწვდიან დეტალურ ინფორმაციას ამ ხელშეკრულების შესაძლებლობებზე იმ ახალ რეგულაციებზე, რაც შემოდის ჩვენი ქვეყნის ფერმერებისთვის და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საექსპორტოდ საქონლის გატანის პერსპექტივებზე, რეგულაციებზე და სტანდარტებზე, რომელიც უნდა იყოს დაცული ამ ხელშეკრულების მიხედვით”.

შეხვედრის მონაწილეებს, (DCFTA) კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა თეა კუნჭულიამ, ინფორმაცია მიაწოდა თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით: “მნიშვნელოვანია რეგულაციების დაკმაყოფილება, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზეც განთავსდება ისეთი პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფორმაცია თავიდანვე იქნას მიწოდებული მწარმოებლისთვის”. მისი ინფორმაციით, რეგულაციები გაწერილია 2027 წლამდე და 272 რეგულაციაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით. “იმ პროგრამების თვალსაზრისით, რომლებიც ორიენტირებულია ადგილობრივი ფერმერის გაძლიერებაზე , მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე, აგრო სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე, შესაბამისად, დღის წესრიგში დგას, დავეხმაროთ ამ ადამიანებს , შექმნან პროდუქცია და მოხვდნენ ევროპის ბაზარზე.”

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სოფლებში საჭიროა მცირე, საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. “თუ კი ჩვენს თითოეულ სოფელში იქნება სამი-ოთხი მცირე საწარმო, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოვასწოროთ მძიმე სოციალური მდგომარეობა, ამავე დროს, ის სიღარიბე, რაც ჩვენს სოფლებში არის”.

ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია გავიდეს მსოფლიო ბაზარზე ჩაით, თაფლით და სხვა მრავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!