საკრებულოს ხმაურიანი სხდომა


ზუგდიდის საკრებულო ხშირადაა ხმაურიანი და დღესაც, დეპუტატებმა მოსინჯეს ხმაც და კუნთებიც. სხდომის მიმდინარეობისას, მოულოდნელად,  შეკამათდნენ საკრებულოს წევრები თენგიზ ხარჩილავა და თენგიზ ქოჩუა. მათი კამათი საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჟურნალისტებისათვის უცნობი დარჩა შელაპარაკების მიზეზი, თუმცა, გაჟონა ერთ-ერთმა საინტერესო ვერსიამაც, როგორც ითქვა, ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად გაიტანეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ხარჩილავას გვერდის ავლით, რამაც გაანაწყენა ხარჩილავა. ჟურნალისტებთან, დაპირისპირებულ დეპუტატთაგან არცერთს არ გაუკეთებია კომენტარი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=C3k-nVxHWv0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!