საკრებულომ 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩია


ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზევე არჩეულიქნენ კომისიის ხელმძღვანელები. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით გახარია.

  იურიდიული, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ სანდრო სორდია. საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ოთარ გახარია, საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ლაგვილავა, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ეკატერინე კიფაია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!