საკრებულომ, საარჩევნი პლაკატებისთვის, ადგილები განსაზღვრა


საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სტენდების და მასზე გასაკრავი პლაკატებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

ზუგდიდში 74 სტენდი განთავსდება. 13 ქალაქში,  დანარჩენი კი სოფლის ტერიტორიაზე. თითოზე საარჩევნო სუბიექტებს  სულ სამ-სამი პლაკატის გაკვრა შეეძლებათ.  “განსაზღვრულია ჩვენს მუნიციპალიტეტში ლოკაციები, სადაც განთავსდება სპეციალური სტენდები, სადაც ყველა პარტიას თანაბრად ექნება საშუალება, თანაბრად განათავსოს თავისი წინასააგიტაციო მასალები. პროექტში განსაზღვრულია ის ადგილები, გარდა სპეციალური სტენდებისა, სად იქნება შესაძლებებლი საარჩევნო -სააგიტაციო მასალების განთავსება და ასევე ის შეზღუდვები, სადაც არ არის დასაშვები საარჩევნო -სააგიტაციო მასალის განთავსება”.-აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე მამუკა წოწერიამ.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!