საია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებში არსებული პრობლემების შესახებ


საიას ზუგდიდის ოფისში პროექტის ფარგლებში „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობებისათვის“ ჩატარდა პირველი ქსელური შეხვედრა. პრეზენტაცია წარადგინეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიის წარმომადგენლებმა თემაზე  “ამბულატორიაში არსებული პრობლემები“.

 

როგორც საიას ზუგდიდის ოფისის თანამშრომელი მარიამ გოროზია ამბობს, შეხვედრაზე გამოვლინდა, რომ ამბოლატორიების უმრავლესობას აქვს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგეობა, გათბობა, ფართის სიმცირე,  ელექტროგაყვანილობა და შენობების ბალანსის მდგომარეობა ამბოლატორიების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. შეხვედრაზე,

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DpApUcmEfAs[/embedyt]

ცაიშის განვითარების  ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჭითანავამ აღნიშნა: „შენობა არის ნახევრად დანგრეული, წვიმის დროს წყალი ჩამოდის, წყალი დრო და დრო ანადგურებს ოთახებს, იატაკი ცუდ მდგომარეობაშია, არ არის წამლების ჩასადები, ელექტრო გაყვანილობა არავის შეუმოწმებია საბჭოთა კავშირის შემდეგ, შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს სავალალო მდგომარეობა, არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული“. ის ითხოვს ამ საკითხის დროულ მოგვარებას. ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს ძველი აბასთუმნის უბნის ექიმი. მისი თქმით, ამბულატორიაში წლებია პრობლემები არსებობს, ორ ობმოკიდებულ ოთახში უწევთ მუშაობა და ბათქაშია ჩამოვარდნილი”. მისი განმარტებით, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაინც იცავენ ჰიგიენურ სანიტარულ ნორმებს.

რუხის უბნის ექიმის თქმით, შენობის ფასადი ცუდად გამოიყურება, კაბინეტი არაერთხელ გაარემონტეს, მაგრამ ოთახებს კაპიტალური რემონტი სჭირდება. “დენისა და წყლის პრობლემა მოგვარებული გვაქვს, საჭიროა სხვა სახის სარემონტო სამუსაოების ჩატარება“

შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა სალომე ჩანგელიამ აღნიშნა: „ მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით ვერ მისწერს და ვერ მოსთხოვს ჯადაცვა იქნება, თუ ეკონომიკის სამინისტროს, გადმოსცეს შენობები მის ბალანსზე. თქვენ თუ ამ პრობლემას მოაგვარებთ, რომ გადმოიცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ყველანაირი ხელშეწყობა გექნებათ, ჩვენი მხრიდან მზაობა არის“.

„სამოქალაქო აქტივობისა და განვითარების“ ხელმძღვანლის ციცინო შენგელიას აზრით, საჭიროა პრობლემის მოგვარებაში ჩართული  იყოს თითოეული სოფლის მაცხოვრებელი, დროულად უნდა მოხდეს შენობა ნაგებობის ეკონომიკის სამინისტროს  ბალანსზე გადატანა.  ამბულატორიები უნდა მოხvდეს პრიორიტეტის გეგმაში, შესაბამისად, გამგეობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს მისათვის, რომ მოსახლეობას მოუგვაროს ეს პრობლემა. „ის რომ ეს შენობები დღესაც კერძო საკუთრებაშია და  ჩვენ ვერ შევეხებით  ვერავის კერძო საკუთრებას, ეს იმას არ ნიშნავს რომ დაირღვეს ადამიანის კონსტიტუციური უფლება და არ მიიღოს  ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა“ -აღნიშნა შენგელიამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!