საია დევნილთა პრობლემებზე


დღეს, საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა, შეხვედრა გამართა ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე და ქალაქ ფოთის მალთაყვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ, შეხვედრის მონაწილეებს, უჩვენა ფოტოკოლაჟი დევნილთა ჩასახლებაში არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ.

კვლევის შედეგად, გამოვლინდა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებიც დევნილებს წლებია აწუხებთ. ეს გახლავთ: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების გაუმართავობა, საცხოვრებელ ბინებში არსებული სინესტე. საიას ხელმძღვანლის განმარტებით, შეხვედრაზე მოწვეულ იყვნენ გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიის წარმომადგენლები, მაგრამ მოუცლელობის გამო, ისინი ვერ გამოცხადნენ. შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრის მონაწილეებს სკაიპის საშუალებით უნდა გასაუბრებოდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი, მაგრამ, როგორც დევნილთა სამინისტროში საიას განუცხადეს, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ჩართვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=z-2HHw_bjiE[/embedyt]

შეხვედრაზე, ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ჩასახლებიდან დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება წყლის მიწოდება. მათი თქმით, დღემდე ფიქსირდება წყლის მოწამვლის ფაქტები. მიწისქვეშა კონსტრუქციები არასწორად არის გაკეთებული. დევნილმა ინეზა ფარულავამ აღნიშნა, რომ  არსებობს ფაქტები, რომელიც მიუთითებს სისხლის სამართლის დანაშაულზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=GnOWGIvLNDc[/embedyt]

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა მორის შოგირაძემ თქვა, რომ ერთობლივად მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემების მოგვარება. მისივე განმარტებით, დევნილთათვის აშენებულ კორპუსებში ხარვეზები არსებობს, რადგან უხარვეზოდ, გამორიცხულია, სრულყოფილად მიწოდება. „ის, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, ეს არ არის მართალი. შეცდომების გარეშე მუშაობა ვერ განხორციელდება, მართალია შეცდომები გამოსწორებადი უნდა იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გამოსასწორებლად. ამ ყველაფერს  დრო სჭირდება და ერთმანეთთან კომუნიკაცია’’.-ამბობს შოგირაძე.

დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილის ზურაბ გერგედავას განცხადებით, დევნილთა ჩასახლებაში, ლაღიძის ქუჩაზე, თავიდანვე არსებობდა წყლის პრობლემები. ხოლო ნესტი, მშენებლობის დროს დარღვეული ჰიდროიზოლაციის შედეგია. მისი თქმით, ლაღიძის ქუჩაზე ახალი ჭაბურღილი გაითხარა და სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე შესაბამისი დასკვნაც არსებობს.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!