საიას ზუგდიდის ოფისი ანგარიშს აბარებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა ორგანიზაციის ერთი წლის მუშაობა შეაჯამა.  საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნინო ხუხუას განცხადებით, მათ ერთი წლის მანძილზე ბენეფიციარებზე 9 642 უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გასცეს, მოქალაქეებისთვის 239 სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტი მოამზადეს.  განახორციელეს 26 გასვლითი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. წარმოებაში იყო 18 საქმე, მათგან 5 სისხლის, 12 ადმინისტრაციული და ერთიც სამოქალაქო სამართლის საქმე. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომზადდა 27 სამართლებრივი დოკუმენტი, საადვოკატო დახმარება კი ორ საქმეზე განხორციელდა.  ოფისმა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის გამართა სეინარები ერთი წლის მანძილზე, იმ თემებზე, რომლებიც ბენეფიციარებისთვის იყო აქტუალური. მუნიციპალიტეტებში ავტოტურები განახორციელეს და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მიგრაციის პოლიტიკა, ორმაგი მოქალაქეობა, ასევე ეცნობოდნენ მათ პრობლემებს ადგილზე.- ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება, ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა და კვალიფიციური იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება,-ის მიმართულებებია, რა მიმართულებითაც მუშაობდა ეს ორგანიზაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!