„საიას“ ზუგდიდის ოფისის ბრიფინგზე


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ ბრიფინგი გამართა. საქმე ეხებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს.

„საიას“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის  11 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ახლა მიიღეს, რომლის მიხედვითაც დათხოვნის ბრძანებები ბათილად სცნეს.    .[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9wcp3_S0mF0[/embedyt]

ჯემალ ჭკადუას თქმით, შესაძლოა, მერიამ, მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. „თუ მაინც იტყვიან უარს აღდგენაზე, გამოვითხოვთ სააღსრულებლო ფურცელს და მივმართავთ აღსრულების ბიუროს, უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება“.-უთხრა ჯემალ ჭკადუამ ჟურნალისტებს.

დღევანდელ ბრიფინგზე იმყოფებოდა ის რვა საჯარო მოხელე, რომელიც გათავისუფლებულია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. სოფელ დავითიანის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას თქმით,  მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეიბუქ გვერდზე როცა დადო, სიცრუის ტირაჟირებაში დასდეს ბრალი მასაც და იმ მედიასაშუალებებსაც, ვინც ამ თემას მაშინ ოპერატიულად გამოეხმაურა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!