საბა სამუშიას სიხარული


საბა სამუშია უკვე 17 წლისაა და მთელი ამ ხნის მანძილზე, ის, საკუთარი ძალებით გადაადგილებას ვერ ახერხებს. როგორც ექიმები ამბობენ, მას დაბადებიდან ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუდგინდა. საბას გადაადგილებისთვის ესაჭიროებოდა ეტლი, რომელიც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ შეიძინა,  რის გამოც ის ვერ ახერხებდა მისი თანატოლების მსგავსად ყოფილიყო ამ  საზოგადოების სრულყოფილი ნაწილი, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ,  მისი  მდგომარეობით, ცნობილი სპორტსმენი და კარატისტი  ნიკა წურწუმია დაინტერესდა, რომელმაც საბას შესახებ ერთ-ერთ გერმანელ ბიზნესმენს ანდრეას კრაუზეს უამბო  და სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევით, მას ძვირადღირებული ეტლი შეუძინეს და გამოუგზავნეს. როგორც საბას ოჯახის წევრები ამბობენ, უსაზღვროა მათი სიხარული და მადლიერება ამ ადამიანების მიმართ, რადგან  მათ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეს და  საბას უდიდესი დახმარება გაუწიეს.

საბა2

„ბედნიერებაა, როცა არსებობენ ესეთი კეთილი ადამიანები, რომლებსაც  გულთან ახლოს მიაქვთ  სხვისი სატკივარი , ღმერთმა გაახაროს და ამრავლოს  ისინი!“ ამბობს საბას მამა ზაზა სამუშია. თავის მხრივ, საბა დიდ მადლობას უხდის  ნიკას და ბატონ ანდრეას კრაუზეს: “ჩემი ახლობლების, ნათესავების და მეზობლების სახელით, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ დახმარებისთვის, რადგან, თქვენ მე მომეცით საშუალება გავსულიყავი ამ ჩაკეტილი სივრციდან გარეთ, თქვენ მე დამეხმარეთ იმაში, რომ მეც, ჩემი თანატოლების მსგავსად ვყოფილიყავი ამ საზოგადოების სრულყოფილი ნაწილი. დიდი  მადლობა ყველაფრისთვის, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ !“saba

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!