როგორ შევადგინოთ ინოვაციური ბიზნეს გეგმა


საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში გამართა ტრენინგ-შეხვედრა თემაზე „როგორ შევადგინოთ ინოვაციური ბიზნეს გეგმა“. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფაზაზე, რომელსაც დამწყები ბიზნესი გადის იდეიდან განხორციელებამდე. ტრენინგს სტარტაპერები, აბიტურიენტები, უფროსკლასელები, აგრომეწარმეები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელის, მაია ღუბელაძის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს პერიოდულად შესთავაზებს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებსა და სემინარებს. ერთ-ერთი მორიგი ტრენინგ-სემინარი ჩვენ წარმომადგენლობაში აბიტურიენტებისათვის გაიმართება. ტრენინგზე განხილულ იქნება თვალსაჩინოება ეროვნული გამოცდების ტესტებში ისტორიაში და შედგება საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციაც.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!