როგორ აღნიშნავს 26 მაისს ზუგდიდი


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდში, დაგეგმილ ღონისძიებების  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზუგდიდში, შემდეგი ღონისძიებები და აქტივობებია დაგეგმილი. ►10:00  – სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
► 11:00 – 20:00 – მწვანე სივრცე [ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის სივრცე];
► 11:00 – 20:00 წიგნების სივრცე [წიგნადი ფონდის გამოფენა, შემეცნებითი თამაშები, ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის, გამომცემლობების სტენდები, ტურიზმის სტენდი, „ცოცხალი წიგნები“ – ავტორები: ზაალ ქორთუა, კოტე ჭილაია, ნონა ციმინტია, ნინო ფიფია, ნესტან ფიფია, ჯამბულ ნაჭყებია];
► 11:00 – 20:00 ხელოვნების სივრცე [ნახატების გამოფენა, პლენერი];
► 11:00 – 20:00 ისტორიული ფოტოების გამოფენა [გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პილონებზე გაცოცხლდება ძველი ზუგდიდი];
► 12:00-17:00 – ხალხური ანსამბლების კონცერტები [ატრიუმის წინ];
► 11:00 – 17:00 საბავშვო სივრცე [ბავშვთა გასართობი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო ქოხი, ბატუტი, მაკდონალდსის სივრცე, წარმატებული ზუგდიდიელი დიზაინერის სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენება];
► 12:00 – 17:00 – საბავშვო სცენა [საბავშვო ანსამბლებისა და ბენდების კონცერტები];
► 14:30 თეატრალური მსვლელობა დადიანების შესასვლელიდან ბულვარის ორივე მხარეს;
► 15:30 – თეატრალიზებული სანახაობა ზუგდიდის ისტორიულ სახლთან [1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დარამატული თეატრი გააცოცხლებს];
► 11:00 – 20:00 ეთნოსივრცე [მეთუნის მასტერკლასები, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა, უნიკალური მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების გამოფენა, მეღვინეობა “ხარებას” სტენდი,სანელებლების გამოფენა-გაყიდვა, მეთევზის კუთხე];
► 12 საათიდან – მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები [მივიწყებული მეგრული კერძების მომზადება: ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია, ლეჭკერე]; 
► 11:00 – 20:00 ფერმერების სივრცე [მარწყვის, სუბლიმირებული ხილის, თხილის, თაფლის, მეგრული არაყის, ღვინოს, ყველის საგამოფენო სივრცეები];
► 11:00 – 20:00 ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
► 11:00 – 20:00 სპორტის მუზეუმი ღია ცის ქვეშ [გამოფენილი იქნება 100 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზუგდიდელების მიერ მიღებული სხვადასხვა ჯილდოები];
► 11:00 – 20:00 სპორტული აქტივობები [ძიუდო, ჭიდაობა, კარატე-დო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, ძალოსნობა, ფეხბურთი, რაგბი, ნარდი, გრიხთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი];
► 11:00 – 20:00 გასტრონომიული სივრცეები [ხუთ ლოკაციაზე განთავსდება ღია კაფეები, რესტორნები და ბარები – წარმოდგენილი იქნება კაფე “დელექტო”, “დიარონი”, “ჰიუგოს ტავერნა”, “დიადემა“, „ელბარკო“];
► 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ოდოია“;
► 19:30 გალა კონცერტი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!