რეაბილიტაციის პერიოდში, ბოტანიკური ბაღი, შეიძლება არ დაიხუროს


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 18 თვე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გათიბვითი და ეკალ-ბარდებისაგან გაწმენდითი სამუშაოები. ბაღის ტერიტორიაზე, მოსახლეობა, ჯერ-ჯერობით თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ მოსალოდნელია, უსაფრთხოების მიზნით, რეაბილიტაციის პერიოდში, მიზანშეონილი გახდეს კონკრეტული უბნების დახურვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი, კომპანია “ჯავას” წარმომადგენელი, რომელიც სამწუხაროდ, თავის სახელსა და გვარს  არ უმხელს ჟურნალისტებს, ამბობს: “თუ ჩვენ ვაწარმოებთ ღრმა გადათხრით სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ადამიანები ვერ შეძლებენ გავლას, მაგრამ დაიხურება თუ არა ბაღი, ეს საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადასაწყვეტია. თუ იტყვიან იარონ ბაღში მოქალაქეებმა, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჩვენც არ უნდა შეგვეშალოს მუშაობაში ხელი.  ჯერ არ წამოჭრილა ეს საკითხი დახურვასთან დაკავშირებით,  ხალხი ჩვეულებრივად გადაადგილდება. დიახ, ჯერ არაფერი, თავისუფლად გადაადგილდებიან. ჩვენც, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ გათიბვით სამუშაოებს ვაწარმოებთ, მაგრამ ერთ კვირაში, უკვე სხვა სამუშაოებიც დაგვემატება.”larisa2

ააიპ “ბოტანიკური ბაღების ცენტრის” დირექტორი ზვიად ქარჩავა კი ამბობს, რომ ბაღის იმ უბნებში, სადაც წარიმართება სარეაბილიტაციო სამუშაოები-გათხრები, მშენებლობები, რაც საფრთხის მომცველია მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, დაიხურება, მაგრამ ბოტანიკური ბაღის სრულ დახურვაზე, რეაბილიტაციის პერიოდში, არ არის საუბარი, მოსახლეობას შეუძლია გადაადგილდეს ბაღში, ან ისარგებლოს მოკლე გადასასვლელით.

მარიამ ხარჩილავა, მირანდა ნანავა

ზუგდიდელები.გე

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!