პატიმრის მშობლების პროტესტი


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან, მსჯავრდებულის, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 26 წლის პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პატიმრის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მსჯავრდებულს პოლიციამ იარაღი ჩაუდო და სასჯელს წელიწადია უკანონოდ იხდის იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია.

პატიმრის მამის თამაზ ნანეიშვილის განმარტებით, მისი შვილი 54 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „ჩვენ ახალ გამოძიებას ვითხოვთ და გენერალური ინსპექციის შესვლას. ჩემი შვილი უკანონოდ იხდის სასჯელს, მას იარაღი ჩაუდეს და ექვსი წელი უნდა მოიხადოს დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OXqZMbBu13U[/embedyt]

ოჯახის წევრები  მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვით და ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთით იმუქრებიან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!