პარკირების საკითხებზე მუშაობა გრძელდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პარკირების საკითხზე მუშაობს, შეხვედრა გამართა. მისი განმარტებით, პირველ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის დოკუმენტი, ხელშეკრულება, პარკირების წესი, რომელიც მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ.

“მეორე შეხვედრაზე მოწვეულ იქნა “თაუნპარკის” წარმომადგენელი და ის ექსპერტები, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფში. მიეცემა “თაუნპარკს” მითითება წარმოადგინოს თავისი ხედვები ფინანსური დაანგარიშება. როგორ წარმოუდგენიათ მათ, რა ტარიფის პირობებებში იქნება მათთვის შესაძლებელი მუშაობა, რადგან ჩვენი მთავარი პრიცნიპია დავადგინოთ ისეთი ტარიფი წარმოავადგინოთ გადახდის ისეთი მეთოდები, რომელიც პირველ რიგში, მისაღები იქნება მოსახლეობისთვის და ავტოსანტრანსპორტო საშუალებებისთვის და ასევე მისაღები იქნება ოპერატორისთვის, ამ შემთხვევაში “თაუნპარკისთვის”.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მომამავალი შეხვედრა პარასკევისთვის ჩაინიშნა. “თაუნპარკი” გარკვეული დოკუმენტაციით და საკუთარი გათვლებით წარსდგება სამუშაო ჯგუფის წინაშე. ჩვენ განვიხილავთ მათ ხედვებს კონკრეულად ტარიფების დადგენაზე და გადახდის მეთოდების დანერგვაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!