პაატა ლაგვილავა: გუბერნატორმა მითხრა–დარჩი, გადავხედოთო. მე კი, წამოვედი…


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა დატოვა. “ზუგდიდელები” დაუკავშირდა მას: პაატა ლაგვილავა: -გუბერნატორთან მქონდა შეხვედრა და მას შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ზუგდიდელები: “–მიზეზი?  

პაატა ლაგვილავა: “–არაფერი, მქონდა კომუნიკაცია, ვილაპარაკეთ. მე თავიდანვე ვუთხარი, რომ გავარკვიოთ და უნდა ვიცოდე, ვრჩებით თუ მივდივართქო. –დარჩი, გადავხედოთო. მე კი, ავდექი და წამოვედი.”

პაატა ლაგვილავასთან ერთად თანამდებობები დატოვეს ოპერატორმა გოჩა ლემონჯარიამ და განყოფილების თანამშრომელმა თეონა კვარაცხელიამ.

პაატა ლაგვილავა 2015 წლის თებერვლიდან მუშაობდა გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელად.

www.zugdidelebi.ge მადლობას უხდის პაატა ლაგვილავას, წლების განმავლობაში, კოლეგებთან ოპერატიული, სანდო და მიუკერძოებელი თანამშრომლობისათვის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!