ოზურგეთის თეატრი ზუგდიდში


ზუგდიდში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავასსახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატუმა თეატრმა, მოსწავლე -აახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდა რეჟისორის მამუკა ბაბილოძის დადგმა ქართველი კლასიკოსის პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მიხედვით „ სამი ასული“ წარუდგინეს ზუგდიდელ მაყურებელს. პიესა მოგვითხრობს ემიგრანტ ქალებზე, მათ ცხოვრებაზე და სამშობლოს მონატრებაზე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მსახიობმა თამარ მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრაციის პრობლემა ძალიან მძაფრად და მტკივნეულად დგას მთელ მსოფლიოში, განსაკუტრებით, საქართველოში. „ჩემი ახლობლების წრიდან, უამრავი ოჯახის ქალები, წლების განმავლობაში წასულები არიან, საზღვარგარეთ და ვერ ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. ძალიან დიდი ტკივილია, როცა ადამიანი საკუთარ პიროვნებას კარგავს. ამას ეწირება საკუთარი ბედნიერება და პიროვნული თვისებები.“ მსახიობის თქმით, აღფრთოვანებულია ზუგდიდელეი მაყურებლით, რომლებიც მუდამ სითბოს გამოხატავენ მათ მიმართ. მაყურებელმა იამზე ჯაკონიამ გვითხრა, რომ რეჟისორმა სპექტაკლით ასახა ის მძიმე რეალობა, რომელსაც განიცდიან სამშობლოდან შორს მყოფი ემიგრანტები. „ემოციით ვარ დატვირთული, ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო რეჟისორის, მადლობას ვუხდი მსახიობებს, რომლებმაც შესანიშნავად ითმაშეს და ასახეს რეალობა.“

დღეს, 13 მაისს, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება ზურაბ სიხარულიძის სპექტაკლის „ნერგები“ ჩვენება, რომელიც ასახავს საქართველოს დღევანდელობას და წარსულს. თეატრის პროექტი “ გასტროლი საქართველოში“ ზუგდიდის საგასტროლო ტურით დაიწყო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!