“ნუ მომკლავ”, “ნუ მოკლავ”, “აღსრულდეს სამართლიანობა”


დღეს, სამ საათზე, ზუგდიდის ცენტარულ ბულვარში, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ისევ გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა. მათ პლაკატები ეჭირათ ხელში: “სოლიდარობა ზაზა სარალიძეს”, “ნუ მოკლავ”, “ნუ მომკლავ”, “სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე”, “აღსრულდეს სამართლიანობა”, “ხელს ნუ აფარებ მკვლელს”, “სისტემა უნდა დაინგრეს”. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით და შეძახილებით “სისტემა უნდა დაინგრეს”  ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციას პროკურატურასთან შეუერთნდნენ შვილმკვდარი დედები. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მოითხოვეს სამართლიანობის აღსრულება და სისტემაში ძირეული ცვლილებები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o2HuesV5Tfk[/embedyt]

აქციაზე მივიდა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია. მან შეკრებილებს მიმართა: “ზუგდიდელებო, მაქვს თუ არა სიტყვის თქმის უფლება?” პასუხად ახალგაზრდებისგან მიიღო “არა”.
რადგან ისინი ცალსახად აცხადებდნენ, რომ მათი აქცია არ არის პოლიტიკური. “არცერთი პარტიის წევრი არ ვარ, მე თენგიზ ჯგუშიას ამ ქალაქში ყოველთვის მაქვს სიტყვის უფლება”,–უთხრა მათ თენგიზ ჯგუშიამ, მაგრამ მას ახალგაზრდებმა არ მოუსმინეს და “შეცვალე სისტემა” ამ შეძახილებით იუსტიციის სახლიკენ გაემართნენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=i1CNvRH7Xrk[/embedyt]

თენგიზ ჯგუშია მათ გაჰყვა და ისევ შეეცადა სიტყვით მიემართა ახალგაზრდებისთვის და მოუწოდა აქციის მონაწილეებს გადასულიყვნენ გუბერნიის შენობისკენ, სადაც „თაღლითი“ და „კორუმპირებული“ გუბერნატორია. თუმცა, ჯგუშიას, აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილი დაეთანხმა, ნაწილმა დღევანდელი აქცია დამთავრებულად ჩათვალა და დატოვა იქაურობა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EuXzKviW5Z8[/embedyt]

თენგიზ ჯგუშიამ და მისმა თანამოაზრეებმა კი აქცია გუბერნიის წინ გააგრძელეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!